პროექტის შესახებ


ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით  ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც მოახერხა უამრავი ადამიანის დაინტერესება და გულის მოგება, წარსულში დატოვა ჩვეულებრივი Photoboxes და შემოგვთავაზა ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები.
Selfie Mirror არის თანამედროვე, სენსორული, ინტერაქტიული "photobucket", რომელიც აღჭურვილია უნიკალური ინტერფეისით, დიდი ინტერაქტიული სენსორული ეკრანით, გააჩნია GIF ანიმაციის და მაღალი ხარისხის ფოტოების მომენტალური ბეჭდვდის ფუნქცია.
სენსორული და ინტერაქტიული სარკე გახდის თქვენს ღონისძიებას უნიკალურს, გამოიწვევს აუდიტორიის დიდ ინტერესს და შექმნის პოზიტიურ განწყობას.
სელფი მირორი შესაფერისია ნებისმიერი ღონისძიებისთვის, იქნება ეს კორპორატიული საღამოები, ქორწილები, დაბადების დღეები,  პრეზენტაციები და ა.შ
დამოუკიდებლად ან პროფესიონალი ასისტენტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პორტრეტები, ჯგუფური ფოტოები, გიფები - ამ ყველაფრის გაგზავნას სოციალურ ქსელებში და მეილზე მომენტალურად შეძლებთ, ასევე შესაძლებელია კომპანიის ლოგოების გამოსახვა სელფი მირორის ეკრანზე და სურათზე საკუთარი ხელმოწერების დატანა;
არ დაგავიწყდეთ რომ სელფი მირორი ზრუნავს თქვენს მოგონებებზე და იგი მომენტალურად დაგიბეჭდავთ მაღალი ხარისხის ფოტოებს, რომლებიც სამუდამოდ დაგრჩებათ

 

 

 

www.selfiemirror.ge